დაიწყო ფოტოგრაფიის პროგრამაზე ჩარიცხული აპლიკანტების შიდა რეგისტრაცია
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე „ფოტოგრაფია“ 2019 წლის საშემოდგომო მიღებაზე ჩარიცხულ აპლიკანტთა საყურადღებოდ!
გთხოვთ, ა/წ 15, 18 და 19 ნოემბერს მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯში პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოსაპოვებლად წარმოადგინოთ სავალდებულო დოკუმენტები:
- სარეგისტრაციო განცხადება (შეივსება საბუთების ჩაბარების დროს)
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობის/ID ბარათის) ასლი და დედანი (უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში-პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი)
- 2 ფოტოსურათი 3×4 და ელექტრონული ვერსია (CD/DVD დისკზე)
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან/და ასლი (ეს პუნქტი ეხება მხოლოდ სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულ პირებს)
- მინიმუმ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (შესაბამისი განათლების სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღების შემთხვევაში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტის) დედანი და სანოტარო წესით დამოწმებული ასლი
კოლეჯის მისამართი: უზნაძის ქ. #68
სამუშაო საათები: 10:00-18:00 სთ