დარჩი სახლში და გადაიღე ფილმი
საქართველოს კინოაკადემიის ეგიდით კარანტინის გამო იზოლირებულთათვის ეწყობა მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ინტერნეტ ფესტივალი “დიოგენე 2020”.
მონაწილეობის მსურველებს (პროფესიონალებს და არაპროფესიონალებს), საშუალება ეძლევათ საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ოჯახის წევრებთან, ახლობლებთან თუ თანამოაზრეებთან ერთად ერთობლივად დააღწიონ თავი ერთგვარ დეპრესიულ მდგომარეობას, შექმნან ახალი, ან დაასრულონ უკვე დაწყებული პროექტები და შემოიტანონ ისინი ფესტივალის კონკურსში.
ნამუშევარი არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს. 1 მონაწილემ შეუძლია წარმოადგინოს მაქსიმუმ 2 ნამუშევარი. თემა და ჟანრი თავისუფალია. ფესტივალზე ფილმები მიიღება 15 მაისის ჩათვლით.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს:
https://filmacademy.ge/en/shmmh/