ია მეურმიშვილმა ჟურნალისტიკის პროგრამის სტუდენტებისთვის ორდღიანი მასტერკლასი ჩაატარა
12 და 13 სექტემბერს ამერიკის ხმის ჟურნალისტმა და გადაცემა “Washington Today”-ს წამყვანმა, ია მეურმიშვილმა თსუს მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის ჟურნალისტიკისა და საოპერატორო ხელოვნების პროგრამის სტუდენტებისთვის ორდღიანი მასტერკლასი ჩაატარა. მასტერკლასის თემა გახლდათ “პოლიტიკური ინტერვიუ”. ქალბატონმა იამ თავისი მრავალწლიანი გამოცდილება გაუზიარა მომავალ კოლეგებს და საუბრისას შეეხო რამდენიმე მნიშვნელოვან თემას, როგორიცაა ჟურნალისტის ეთიკა, ინტერვიუსთვის მომზადებისა და მისი წარმათვის ტექნიკა. მასტერკლასი თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან შედგებოდა, რომლის დროსაც სტუდენტებს დაევალათ თემის შერჩევა და ინტერვიუს ჩაწერა. სტუდენტებისთვის პრაქტიკული ნაწილი მეტად საინტერესო აღმოჩნდა, გათამაშებული ინტერვიუს გარჩევისას მათ საკუთარი შეცდომები აღმოაჩინეს, რომელსაც სამომავლოდ გაითვალისწინებენ. მასტერკლასი დასრულდა მომავალი შეხვედრის იმედით.