მარჩინ მალატინსკის მასტერკლასი
2019 წლის 1, 2 და 3 ოქტომბერს საიუბილეო კვირეულის ფარგლებში მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯს ლოძის კინოსკოლის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი და კინოპროდიუსერი,მარჩინ მალატინსკი სტუმრობდა. სამდღიანი მასტერკლასი მთლიანად მიეძღვნა კინოანაბეჭდებს, როგორ ვითარდებოდა პოლონური კინო 50 იანი წლებიდან დღემდე, როგორ გადავიღოთ მცირებიუჯეტიანი ფილმი და მოვამზადოთ ფესტივალზე წარსადგენად. სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ ენახათ ფილმები და ჩაბმულიყვნენ დისკუსიაში.