პროექტი “ტელესკოლა” მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯში
თსუ მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და პირველი არხის ერთობლივ პროექტ “ტელესკოლის” განხორციელებაში მიიღებს მონაწილეობას.
აღნიშნული პროექტი დაიწყო 30 მარტს და წარმატებით გრძელდება.
13 აპრილიდან კი თსუ მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯიდან “პირველი არხი-განათლება”-ს ეთერში გადაიცემა ტელეგაკვეთილები ეთნიკური უმცირესობების მოსწავლეებისთვის სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. სატელევიზიო გაკვეთილები განკუთვნილია ყველა კლასის მოსწავლისთვის.