საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერების ტრენინგი
გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით თსუ მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯი ახორციელებს პროექტს „ საქართველოში სოფლის მეურნეობის პროფესიული განათლების და ტრენინგის სისტემის მოდერნიზაცია, ფაზა 2“.
ტრენინგი ჩატარდა ქალაქ ქობულეთის სსიპ კოლეჯ „ახალ ტალღაში“ 2020 წლის 19 იანვრიდან 25 იანვრამდე, რომელშიც მონაწილეობას იღებდა აგრარული მიმართულების კოლეჯების საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერები.
ტრენინგის მწვრთნელები 6 დღის განმავლობაში ბენეფიციარებს ასწავლიდნენ ფოტოგადაღებისა და რედაქტირების ხერხებს, ვიდეოპროდუქტის შექმნის სპეციფიკას და ეეფექტური პიარ კამპანიის დაგეგმვის სტრატეგიას.
ტრენინგის ბოლო 2 დღე კი სრულად დაეთმო კოლეჯ „ახალი ტალღის“ საიმიჯო ვიდეორგოლის გადაღებას, რომელსაც თსუ მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის საწარმოო ჯგუფი ხელმძღვანელობდა.
პროექტში მონაწილეობას იღებდნენ კოლეჯები:
- სსიპ კოლეჯი “ახალი ტალღა”
- სსიპ კოლეჯი„ოპიზარი“
- სსიპ კოლეჯი „აისი“
- სსიპ კოლეჯი„ფაზისი“
- სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯი
- შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
- სსიპ კოლეჯი„განთიადი“
- სსიპ კოლეჯი„მოდუსი“
პროექტის პირველი ეტაპი დასრულდა, მომდევნო ეტაპზე კი ბენეფიციარებს დაევალათ კოლეჯების საიმიჯო ვიდეორგოლის სცენარების წარდგენა. მათგან საუკეთესო 3 სცენარს გამოავლენენ მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის წარმომადგენლები, რომლის მიხედვითაც საწარმოო ჯგუფი საიმიჯო ვიდეორგოლს გადაიღებს.