სამუშაო ვიზიტი კიევის საერთაშორისო უნივერსიტეტში
2019 წლის 18 დეკემბერს თსუ მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის დირექტორი, ზურაბ ოშხნელი და პროდიუსერი, თინათინ არჯევანიძე სამუშაო ვიზიტით კიევის საერთაშორისო უნივერსიტეტს ეწვივნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. გეგმები დაისახა სპეციალისტებისთვის ტრენინგების ჩატარების, სტუდენტთა გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისა და ახალი სამუშაო გამოცდილების შეძენის მიმართულებითაც.
შეხვედრას ესწრებოდნენ კიევის საერთაშორისო უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, ვიცე-რექტორი, ჟურნალისტიკის ინსტიტუტის დირექტორი და სხვა ოფიციალური პირები.
შეხვედრის ფარგლებში თსუ მედიისა და ტელეხლოვნების კოლეჯის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ დაეთვალიერებინათ კიევის საერთაშორისო უნივერსიტეტის მუზეუმი, სატელევიზიო სტუდია, სადაც სტუდენტები ყოველკვირეულად სატელევიზიო გადაცემებს ამზადებენ. თსუ მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ უნივერსიტეტში გამართულ ვორქშოპსაც დასწრებოდნენ.
თსუ მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის წარმომადგენლების ვიზიტი უკრაინაში, კიევის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმზე ხელის მოწერით დასრულდა.