სტუდენტების მონაწილეობით შექმნილი ფილმების პრეზენტაცია
28 იანვარს თსუ მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯში სტუდენტების მონაწილეობით შექმნილი ფილმების პრეზენტაცია გაიმართა.
შემეცნებითი ხასიათის ფილმები სხვადასხვა პროფესიების პოპულარიზაციისთვის შეიქმნა, რომელსაც წინ უძღოდა სტუდენტებისთვის გამოცხადებული კონკურსი.
კონკურსის შედეგად ოთხი გამარჯვებული იდეა გამოვლინდა შემდეგ პროფესიებზე – რძისა და რძის პროდუქტების გადამამუშავებელი, მეფრინველე, დეკორატიული მცენარეების მებაღე – მეყვავილე და მეპურე. ამ თემატიკაზე ფილმების სცენარების მომზადებაში, გადაღებასა და მონტაჟის პროცესში ჩართული იყო კოლეჯის სტუდენტთა და თანამშრომელთა ჯგუფი.
ფილმების ჩვენებას ესწრებოდნენ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს , გაეროს განვითარების პროგრამის და სხვა პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლები.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ქალბატონი თამარ ქიტიაშვილი ფილმების ჩვენების შედმეგ სიტყვით გამოვიდა და სტუდენტების ნამუშევრები მოიწონა.
ღონისძიების ბოლოს დაისახა სამომავლო გეგმები და გაჩნდა მომდევნო პროექტის იდეაც.