სტუმრად გადაცემაში “რეალური სივრცე”
ქართულ-გერმანული პროფესიული განათლების დღეების ფარგლებში, რომელიც გაიმართება ა/წ 15-16 ივნისს, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “რეალური სივრცე” მთლიანად დაეთმობა თემას- პროფესიული განათლება საქართველოში.
გადაცემაში სტუმრად მიწვეული იქნება თსუ მედიისა და ტელეხელოვნების საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორი, ბატონი ზურაბ ოშხნელი, რომელიც ვრცლად ისაუბრებს აღნიშნულ სფეროში არსებულ გამოწვევებსა და პერსპექტივებზე.
რატომ ვერ გახდა საქართველოში პროფესიული განათლება ისეთივე პრესტიჟული როგორც უმაღლესი განათლება. როგორ ცოდნას იღებენ ახალგაზრდები კოლეჯში და რა პერსპექტივა აქვთ მათ მომავალში დასასაქმებლად."რეალურ სივრცეში" შაბათს, საღამოს 7-ის ნახევარზე, პირველი არხის პირდაპირ ეთერში
Gepostet von რეალური სივრცე am Freitag, 7. Juni 2019