თსუ მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის მეგობრობა ჯერმანთაუნის უმაღლეს სატელევიზიო სკოლასთან სათავეს 1996 წლიდან იღებს, როცა პირველად განხორციელდა საერთო სატელევიზიო პროექტი “An Ocean Apart, A World Together”. მოგვიანებით, 1997 წელს სწორედ ეს პროექტი გახდა “Hometown Video Festival”-ის გამარჯვებული. 23 წლიანი მეგობრობისა …
ქართულ-გერმანული პროფესიული განათლების დღეების ფარგლებში Skills4Georgia საუბრებზე მოისმენთ 10 ინსპრაციულ ისტორიას პროფესიული მიღწევების შესახებ. ეს იქნება საინტერესო, ინტერაქციული, თავისუფალი ფორმატის ფორუმი, სადაც განხილული იქნება პროფესიული განათლების მომავალს საქართველოში. თითოეული ისტორია მოგაწვდით მნიშვნელოვან ინფორმაციას საინტერესო და წარმატებული ადამიანების პირადი გამოცდილებიდან და წარმოაჩენს იმ საკითხებს, …
ქართულ-გერმანული პროფესიული განათლების დღეების ფარგლებში, 16 ივნისს 11 საათზე, თსუ მედიისა და ტელეხელოვნების საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორი, ზურაბ ოშხნელი, ისაუბრებს ტელევიზიის ჯადოსნურ სამყაროზე.
2019 წლის 8 ივნისს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში “რეალური სივრცე” თსუ მედიისა და ტელეხელოვნების საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორმა, ზურაბ ოშხნელმა, ისაუბრა საქართველოში პროფესიული განათლების გამოწვევებსა და პერსპექტივებზე.
ქართულ-გერმანული პროფესიული განათლების დღეების ფარგლებში, რომელიც გაიმართება ა/წ 15-16 ივნისს, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “რეალური სივრცე” მთლიანად დაეთმობა თემას- პროფესიული განათლება საქართველოში. გადაცემაში სტუმრად მიწვეული იქნება თსუ მედიისა და ტელეხელოვნების საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორი, ბატონი ზურაბ ოშხნელი, რომელიც ვრცლად ისაუბრებს აღნიშნულ სფეროში …
2019 წლის 15-16 ივნისს პირველი რესპუბლიკის მოედანზე ქართულ-გერმანული პროფესიული განათლების დღეები გაიმართება. ღონისძიების მიზანია, საზოგადოების ინფორმირება პროფესიული განათლების შესახებ, ასევე იმ ადამიანების ხელშეწყობა, რომლებსაც სურთ პროფესიული განათლების მიღება. სპეციალურად მოწყობილ ინტერაქციულ-საგანმანათლებლო სივრცეში ღონისძიებაზე მოსულ ადამიანებს შეეძლებათ ადგილზე გამოსცადონ საკუთარი თავი …
16 მაისს თსუ მედიისა და ტელეხელოვნების საზოგადოებრივ კოლეჯსა და ააიპ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს კოლეჯის დირექტომა, ზურაბ ოშხნელმა და საბჭოს გენერალურმა მდივანმა,ზვიად ჭუმბურიძემ. შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს საერთო სამომავლო გეგმებსა და ღონისძიებებზე