ქართულ-გერმანული პროფესიული განათლების დღეები
2019 წლის 15-16 ივნისს პირველი რესპუბლიკის მოედანზე ქართულ-გერმანული პროფესიული განათლების დღეები გაიმართება. ღონისძიების მიზანია, საზოგადოების ინფორმირება პროფესიული განათლების შესახებ, ასევე იმ ადამიანების ხელშეწყობა, რომლებსაც სურთ პროფესიული განათლების მიღება.
სპეციალურად მოწყობილ ინტერაქციულ-საგანმანათლებლო სივრცეში ღონისძიებაზე მოსულ ადამიანებს შეეძლებათ ადგილზე გამოსცადონ საკუთარი თავი სხვადასხვა პროფესიებში, მიიღონ ინფორმაცია განათლებისა და დასაქმების შესაძლებლობებთან დაკავშირებით.
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თსუ მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯი.