skills4jobs მეორე ეტაპის პრეზენტაცია
29 ოქტომბერს გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში ევროკავშირის მიერ ახალგაზრდების გადამზადებისა და დასაქმების პროექტის (skills4jobs) მეორე ეტაპის პრეზენტაცია ჩატარდა.
საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი გახლავთ პროფესიული სასწავლებლების რაოდენობის ზრდა და განვითარება. ევროკავშირის დახმარებით პროფესიულ კოლეჯებში ხორციელდება კადრების გადამზადება. შრომითი ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიციური კადრების არსებობა კი, სამომავლოდ ქვეყანაში უმუშევრობის დონეს შეამცირებს.
ღონისძიების ფარგლებში გლდანის სასწავლებელში სხვადასხვა პროფესიული კოლეჯების გამოფენა მოეწყო.
დამთვალიერებლს მთელი დღის განმავლობაში შეეძლო საქართველოში არსებული პროფესიული კოლეჯების შოურუმები ენახა და მათ შესახებ ინფორმაცია მიეღო.
მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის მიერ მოწყობილი ვირტუალური სტუდია დამთვალიერებლების განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრი და ევროკავშირის ელჩი სპეციალური დელეგაციით.
ევროკავშირის ხელშეწყობით იგეგმება რეგიონებში პროფესიული სასწავლებლების გახსნა. ღონისძიების ორგანიზატორები სამომავლოდ კიდევ ბევრ აქტივობას გეგმავენ.