მოკლევადიანი პროფესიული მომზადების პროგრამები
2019 წლის დეკემბრიდან მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იწყებს მოკლევადიანი პროფესიული მომზადების პროგრამების განხორციელებას.
აღნიშნული პროგრამები ითვალისწინებს დროის მოკლე მონაკვეთში სასურველი პროფესიის დაუფლებას.
მიღება ცხადდება შემდეგ პროგრამებზე:
- დოკუმენტური ფილმების ავტორ-ოპერატორი
- ვიდეომემონტაჟე
- ტელევიზიის წამყვანი
- ვიდეო მემონტაჟე-გრაფიკოსი
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://vet.emis.ge/#/training-programs
რეგისტრაცია შესაძლებელია 14 ნოემბრიდან 27 ნოემბრის ჩათვლით.
პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერთიფიკატი.
სწავლების საფასურის და განრიგის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცანით კოლეჯის ვებგვერდზე, მოგვწერეთ Facebook გვერდზე ან დაგვირეკეთ ნომერზე: 2 91 02 60, 595 15 25 67.