ბელარუსიის სახელმწიფო ხელოვნების აკადემიასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
2019 წლის 20 დეკემბერს თსუ მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის დირექტორი, ზურაბ ოშხნელი და პროდიუსერი, თინათინ არჯევანიძე სამუშაო ვიზიტით ბელარუსიის სახელმწიფო ხელოვნების აკადემიას ეწვივნენ.
შეხვედრას ესწრებოდნენ ბელარუსიის სახელმწიფო ხელოვნების აკადემიის რექტორატი და ეკრანული ხელოვნების ფაკულტეტის ხელმძღვანელი პირები. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები, რაც მოგვიანებით თანამშრომლობის მემორანდუმზე ხელის მოწერით დადასტურდა.
მემორანდუმი ითვალისწინებს სპეციალისტებისთვის ტრენინგების ჩატარების, სტუდენტთა გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისა და ახალი სამუშაო გამოცდილების შეძენის შესაძლებლობებს.