პროფესიულ სასწავლებლებში სწავლის პროცესი 16 მარტამდე შეწყდება
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, კორონავირუსის ინფექციის შესაძლო გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით, პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებში 4 მარტიდან 16 მარტამდე სასწავლო პროცესი შეწყდება. სასწავლო დაწესებულებებმა პროფილაქტიკის მიზნით უნდა ჩაატარონ სადეზინფექციო სამუშაოები, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაწერილი პროტოკოლის შესაბამისად.