სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის მსურველთა რეგისტრაცია
2020 წლის 29 იანვრიდან 2020 წლის 14 თებერვლის ჩათვლით მიმდინარეობს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის მსურველთა – დამსაქმებლის წარმომადგენლის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენლის და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლის რეგისტრაცია.
მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
- განცხადება კოლეჯის დირექტორის სახელზე
- პირადობის მოწმობის ასლი
- ცნობა სამსახურიდან