ქართულ-ამერიკული სატელევიზიო პროექტი წარმატებით დასრულდა
თსუ მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის მეგობრობა ჯერმანთაუნის უმაღლეს სატელევიზიო სკოლასთან სათავეს 1996 წლიდან იღებს, როცა პირველად განხორციელდა საერთო სატელევიზიო პროექტი “An Ocean Apart, A World Together”. მოგვიანებით, 1997 წელს სწორედ ეს პროექტი გახდა “Hometown Video Festival”-ის გამარჯვებული.
23 წლიანი მეგობრობისა და პარტნიორობის ფარგლებში, ქართველ და ამერიკელ სტუდენტებს დღეს კვლავ მიეცათ შესაძლებლობა, ემუშავათ საერთო სატელევიზიო პროექტის “”An Ocean Apart, A World Together: New Beginnings”-ის მეორე ნაწილზე.
კოლაბორაცია შედგა, რამდენიმე თვიანი მზადების შემდეგ, სატელევიზიო პროექტი წარმატებით განხორციელდა.