2019 წლის დეკემბრიდან მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იწყებს მოკლევადიანი პროფესიული მომზადების პროგრამების განხორციელებას. აღნიშნული პროგრამები ითვალისწინებს დროის მოკლე მონაკვეთში სასურველი პროფესიის დაუფლებას. მიღება ცხადდება შემდეგ პროგრამებზე: დოკუმენტური ფილმების ავტორ-ოპერატორი ვიდეომემონტაჟე ტელევიზიის წამყვანი …
თსუ მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯში ცხადდება შიდა მობილობა შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე: რეპორტიორი-7 ადგილი ტელე-რადიო წამყვანი- 6 ადგილი ვიდეომონტაჟი-10 ადგილი ვიდეო-საოპერატორო ხელოვნება-7 ადგილი ტელეეთერის დიზაინი-10 ადგილი ტელერეჟისურა-6 ადგილი შიდა მობილობის მსურველ პროფესიულ სტუდენტებს რეგისტრაცია შეუძლიათ 15 ნოემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით. …
29 ოქტომბერს გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში ევროკავშირის მიერ ახალგაზრდების გადამზადებისა და დასაქმების პროექტის (skills4jobs) მეორე ეტაპის პრეზენტაცია ჩატარდა. საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი გახლავთ პროფესიული სასწავლებლების რაოდენობის ზრდა და განვითარება. ევროკავშირის დახმარებით პროფესიულ კოლეჯებში ხორციელდება კადრების გადამზადება. შრომითი ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიციური …
2019 წლის ფოტოგრაფიის პროგრამაზე აპლიკანტების მისაღებად ჩატარდა კონკურსი. კონკურსის შედეგები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯი აცხადებს მიღებას პროფესიულ პროგრამაზე „ფოტოგრაფია“. პროგრამაზე რეგისტრაცია შეგიძლიათ 2 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით. რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ კოლეჯს ან დარეგისტრირდეთ ონლაინ www.vet.emis.ge-ის საშუალებით. რეგისტრაციისთვის დაგჭირდებათ მხოლოდ პირადობის მოწმობა ან ID ბარათი. პროფესიულ პროგრამაზე ჩასარიცხად სავალდებულოა გაიაროთ კოლეჯის ორგანიზებული კონკურსი …
პირველი სატელევიზიო სკოლის დაარსებიდან 30 წელი გავიდა. მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯმა იუბილე 4 ოქტომბერს აღნიშნა. ამ თარიღისთვის მზადება კოლეჯში სამი თვით ადრე დაიწყო. საიუბილეო კვირეულის ფარგლებში სტუდენტებისთვის კოლეჯის ადმინისტრაციამ მასტეკლასების ჩასატარებლად, როგორც საქართველოდან, ასევე მისი ფარგლებს გარეთ მოღვაწე სატელევიზიო და …
მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის საოპერატორო ხელოვნების პროგრამის სტუდენტებისთვის მასტერკლასი პოლონელმა სპეციალისტმა, ვარშავის კინოსკოლის ოპერატორმა ანდრეი ვოლფმა ჩაატარა. სტუდენტებისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა პრაქტიკული სამუშაოები, რომელიც მოიცავდა ფოკუსური მანძილის ცვლილებით და სხვადასხვა ობიექტივის გამოყენებით პანორამის გადაღებას, ჩანაფიქრის და იდეის ვიზუალურად გადმოცემას. მასტერკლასები 1,2 და …
2019 წლის 1, 2 და 3 ოქტომბერს საიუბილეო კვირეულის ფარგლებში მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯს ლოძის კინოსკოლის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი და კინოპროდიუსერი,მარჩინ მალატინსკი სტუმრობდა. სამდღიანი მასტერკლასი მთლიანად მიეძღვნა კინოანაბეჭდებს, როგორ ვითარდებოდა პოლონური კინო 50 იანი წლებიდან დღემდე, როგორ გადავიღოთ მცირებიუჯეტიანი …
საიუბილეო კვირეულის ფარგლებში, მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯმა კრაკოვის ხელოვნების და მოდის სკოლის ხელმძღვანელს, იერჟი გაველს უმასპინძლა. 3 დღიან მასტერკლასს ფოტოგრაფიის პროგრამის სტუდენტები ესწრებოდნენ. მასტერკლასის თემა იყო მოდის ფოტოგრაფია. სტუდენტებს ჰქონდათ საშუალება პროფესიონალ მოდელთან ერთად ემუშავათ როგორც სტუდიაში, ასევე სტუდიის გარეთ, …
12 და 13 სექტემბერს ამერიკის ხმის ჟურნალისტმა და გადაცემა “Washington Today”-ს წამყვანმა, ია მეურმიშვილმა თსუს მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის ჟურნალისტიკისა და საოპერატორო ხელოვნების პროგრამის სტუდენტებისთვის ორდღიანი მასტერკლასი ჩაატარა. მასტერკლასის თემა გახლდათ “პოლიტიკური ინტერვიუ”. ქალბატონმა იამ თავისი მრავალწლიანი გამოცდილება გაუზიარა მომავალ კოლეგებს და …